მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ ინიციატივა ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ

„ქართული ოცნების“ ინიციატივა ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ

ემიგრანტების პლატფორმა Earthoba სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა დემოკრატიის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორა.

ემიგრანტებს თავიანთ განცხადებაში მოჰყავთ ამონარიდები საქართველოს კონსტიტუციიდან და ასევე მიმართავენ დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid05em7s5dMxx8Y9RutijAe1EiT5W6uqV9irZfB1geZaWNsuAWqv43UrN9cgAGoMp68l&id=61583511824259

„ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განცხადება ჩვენი ხმა – ჩვენი სახელმწიფოა! ჩვენი არჩევანი – ჩვენი უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით! ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას და არა პრივილეგიას!

სამართლებრივი არგუმენტები:

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 5 (2): სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვას.

მუხლი 28 (1): საქართველოს მოქალაქეს აქვს ხმის მიცემისა და არჩევის უფლება.

მუხლი 28 (2): ხმის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციით მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევებით – ტერიტორიული საფუძველი ან უცხოეთში ყოფნა ასეთი შეზღუდვის საფუძველი არ არის.

მუხლი 29 (1): ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და არ შეიძლება დისკრიმინაცია სოციალური ან სხვა სტატუსის საფუძველზე, მათ შორის – საცხოვრებელი ადგილით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 7: საგარეო რაიონში შექმნილი უბნები სრულფასოვანი საარჩევნო უბნებია.

მუხლი 8: საელჩოებში, საკონსულოებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ორგანიზებული არჩევნები არის სახელმწიფოს ვალდებულება.

საერთაშორისო სამართლის ნორმები :

ICCPR – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი

მუხლი2 : სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ყველა უფლების რეალიზება დისკრიმინაციის გარეშე საცხოვრებელი ადგილის საფუძველზე.

მუხლი 25(b) : ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს და იქნეს არჩეული „განსხვავების გარეშე“.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (პროტოკოლი №1, მუხლი 3)

სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნები ისე, რომ არ შეიზღუდოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება არასამართლიანი ან დისკრიმინაციული კრიტერიუმით.

ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენცია

მუხლი 21-22 : საელჩოებისა და საკონსულოების შენობებს აქვთ ექსტერიტორიული სტატუსი, ანუ იქ მოქმედებს მიმღები სახელმწიფოს ნაცვლად წარმგზავნი სახელმწიფოს – საქართველოს იურისდიქცია.

კრიტიკულად აფასებენ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.

https://www.facebook.com/tamta.mikeladze/posts/32384720901173127?ref=embed_post

„არჩევნებში მონაწილეობა არის არა პრივილეგია, არამედ მოქალაქეობიდან გამომდინარე ფუნდამენტური უფლება. რომელიმე ჯგუფისთვის ამ უფლების აბსოლუტური და ზოგადი ჩამორთმევა ხელისუფლების „დამაჯერებელი“, „გონივრული“ და „პროპორციული“ ახსნით უნდა იყოს გამართლებული. დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ეს უფლება ჩამოერთვათ ახლა, მაშინ როცა ათწლეულებია ისინი ამ უფლებით სარგებლობდნენ, “ქართულმა ოცნებამ” ვერ წარმოადგინა. არგუმენტი “გარე ჩარევის” შესახებ ტყუილია. საზღვარგარეთ არჩევნებს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ატარებენ, პროცესი მათო სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს და ამდენი წლის განმავლობაში გარე ჩარევის შესახებ არც ერთი ინფორმაცია არ გავრცელებულა”,- აღნიშნავს უფლებადამცველი ფეისბუკზე.

https://www.facebook.com/nona.kurdovanidze/posts/pfbid02ftJsjKvbP5BubTFEfCDkrMRgnzBjAT7VrYLkEU9XchquMNHejXyPbRJUvx5Y8z61l

„ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხმა რომ ძალაუფლება განახორციელოს, უნდა არსებობდეს შესაბამისი დემოკრატიული ფორმები, რომლის გამოყენებითაც, ხალხი შეძლებს მართვას. საარჩევნო ხმის უფლება სწორედ ასეთი ფორმაა. საქართველოს მოქალაქეებისათვის ტერიტორიული ნიშნით ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია”, – აფასებს ცვლილებას საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

„ქართული ოცნების” ინიციატივას კრიტიკულად ეხმიანებიან ოპოზიციაშიც.

https://www.facebook.com/IrakliKupradzeOfficial1/posts/pfbid02Yewbm5k2SXSxChsqCMsH2LR4W1FkNh4AktXrtFr7U5NifYKXtj1mHHkfkrDgdBdBl

„საარჩევნო უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს არცერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს და ივანიშვილს არ უშველის არცერთი რეპრესიული კანონი, რომლის მიღებასაც ის ცდილობს ან აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველ ხალხთან ერთად და განსაკუთრებით ემიგრაციასთან ერთად”, – აცხადებს ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი ირაკლი კუპრაძე.

https://www.facebook.com/georgepublisher/posts/pfbid0MaMLF3RPBqe8fVAVFAd9xNtUtpZofgn7KwYifrGALYDdMi6rSD25FXix9m9qQDHrl

„ოცნება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ართმევს მოქალაქეების იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უმიშვნელოვანეს წილს ქმნის. ემიგრანტების გზავნილების მოცულობა 2024 წელს თითქმის 10 მილიარდი ლარი იყო. ეს თანხა, მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტის 40% ის და ქვეყნის მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის თითქმის 30%–ის ტოლია. დღეს ოცნებამ აღიარა, რომ ემიგრანტები მისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ოცნების პროპაგანდა მათზე ვერ ვრცელდება და არანაირი ბერკეტი ამ ადამიანებზე ზემოქმედების არ არსებობს – არც დაშინება, არც მოსყიდვა და არც პროპაგანდა, შესაბამისად ერთადერთი გზა რჩებათ, ამ ადამიანებს შეუქმნან ბარიერები არჩევნებში მონაწილეობისთვის”, – აქვეყნებს სტატუსს პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატი გიორგი შარაშიძე.

https://x.com/krzysztofbrejza/status/1990444897959084320?s=20

გამოხმაურება იყო უცხოეთშიც. პოლონელმა ევროპარლამენტარმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ეს ნაბიჯი მიზანში იღებს ოპოზიციურ ამომრჩევლებს, ძირს უთხრის დემოკრატიას და პრორუსული ავტორიტარული ტაქტიკის მსგავსია. 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია“ – წერს ევროპარლამენტარი.

https://x.com/JamesMacCleary/status/1990416369704214797?s=20

„ქართული ოცნება“ ქართულ დემოკრატიას კვლავ თავს ესხმის. მედიის თავისუფლების შეზღუდვით დაიწყეს, შემდეგ ოპოზიციური პარტიები აკრძალეს, ახლა კი თავიანთი მმართველობის გამყარების მიზნით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას ართმევენ. დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს“, – წერს პლატფორმა X-ზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლირი.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანას გეგმავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ შევა, შეეხება ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და მათ საარჩევნო უფლებას. მმართველი პარტიის ინიციატივით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend