კატეგორიები

სოციალური მედია აშშ-ში ახალი ამბების მთავარი წყაროა – კვლევა

სოციალური მედია აშშ-ში ახალი ამბების მთავარი წყაროა – კვლევა
აშშ-ში სოციალური ქსელი გახდა ახალი ამბების მიღების მთავარი წყარო და ამით გადაუსწრო ტრადიციულ ტელეარხებს და ახალი ამბების ვებგვერდებს, – ამის შესახებ ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც Reuters Institute-მა ჩაატარა 48 ქვეყანაში.

კვლევის მიხედვით ნახევარზე მეტი, დაახლოებით 54% ამერიკელებისა იღებს ინფორმაციას ისეთი ქსელებისგან როგორებისაა ფეისბუკი, იქსი და იუთუბი, მაშინ როდესაც ტელევიზიას ეყრდნობა 50%, ხოლო საინფორმაციო ვებსაიტებს 48%.

კვლევის ავტორის, ნიკ ნიუმანის თქმით, სოციალური მედიის პოპულარობის ზრდა არ არის უნიკალური შემთხვევა რომელიც მხოლოდ აშშ-ში ხდება, თუმცა კვლევის თანახმად, ეს მოვლენა ამერიკაში უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

დაკავშირებული ამბები
აშშ აცხადებს, რომ „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში „შავი ჭირის“ დაავადების შესაძლო გავრცელებას გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მედიცინის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიიღეს
Latest video