თელ–ავივის მოსახლეობა განსხვავებული ემოციებით შეხვდა “ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ასევე ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლებას.
მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში 2000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ კიდევ 33 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდება. მძევლების გათავისუფლების შემდეგი ეტაპი შაბათისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მომდევნო ეტაპთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაასრულოს, თელ–ავივის მოსახლეობა განსხვავებული ემოციით შეხვდა.
გათავისუფლებული მძევლები ოჯახებს დაუბრუნდნენ, თუმცა 100-ამდე მძევალი ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება.
თელ–ავივის მკვიდრი ორა გოლანი ამბობს, რომ ისრაელის ხალხმა და პირადად მან ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს, მათი იარები კვლავ მოუშუშებელია ყველა დაჭრილისა და იმ ადამიანის გამო, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს მძევლების დასაბრუნებლად და შესაძლოა ამ ქვეყნის არსებობისთვისაც კი. ყველას გაუხარდა, როდესაც სამი მძევალი გაათავისუფლეს.
გოლანს იმედი აქვს, რომ დანარჩენებიც უვნებლად და ჯანმრთელად დაბრუნდებიან და ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას.
შეთანხმება ითვალისწინებს მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში 2000-ამდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ 33 მძევლის გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას.
შემდეგ ეტაპებზე უნდა გათავისუფლდნენ სხვა ტყვეები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ყველაფერი ჯერ არ არის საბოლოოდ გარკვეული.
Welcome home! 🫂🇮🇱
Video of the emotional meetings between Romi Gonen, Emily Damari, and Doron Steinbrecher with their families at Sheba Medical Center. pic.twitter.com/CJYdJXiaSX— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) January 19, 2025
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს გარანტიები მიიღო, რომ საჭიროების შემთხვევაში განაახლებს ბრძოლებს, მიუხედავად მშვიდობის უზრუნველყოფის ძალისხმევისა.
მძევლების გათავისუფლების შემდეგი ეტაპი შაბათს არის დაგეგმილი, ხოლო მომდევნო ეტაპთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.