მთავარიმსოფლიოWHOაშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დონალდ ტრამპმა მსგავსი ბრძანება გამოსცა.

ბრძანებაში წერია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავი ვერ გაართვა კოვიდპანდემიის მართვას, ასევე, ტრამპს მიაჩნია, რომ ორგანიზაცია მიკერძოებული იყო ჩინეთის მიმართ.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ხარჯებს თანაბრად არ ინაწილებდნენ და მხოლოდ აშშ-ის გაწეული ხარჯი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის მეხუთედს შეადგენდა.

WHO-ის წლიური ბიუჯეტი 7 მილიარდი დოლარია. დარგის ექსპერტები დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის შედეგებს ამერიკელები თავიანთ ჯანმრთელობაზე იგრძნობენ.

მათივე ვარაუდით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებამ შესაძლოა, აშშ-ში შეაფერხოს ბრძოლა ისეთ ინფექციურ დაავადებებთან, როგორებიცაა:  მალარია, ტუბერკულოზი, შიდსი და სხვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend