მთავარისაქართველოსახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2025 წლის 21 იანვარს რუსთავის ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მზია ამაღლობელი მოინახულა, შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა.

ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე დროებითი მოთავსების იზოლატორსა და შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend