ღაზაში ცხრათვიანი ომით გადაღლილი პალესტინელები ცეცხლის შეწყვეტის იმედს მაინც არ კარგავენ.
საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ღაზაში ომის გამო გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო მეტად მწვავდება.
Israeli authorities are responsible for war crimes and crimes against humanity in Gaza, UN independent commission of inquiry finds.
The investigation also concludes that Palestinian armed groups are responsible for war crimes committed in Israel. https://t.co/Glh07KtlLk pic.twitter.com/NgagmTzNHY
— United Nations (@UN) June 12, 2024
მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასმა“ ამ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებული წინადადების განხილვა დაიწყო, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არცერთ მხარეს არ მიუღია.
„ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი შეგვიწყალებს და ორივე მხარე დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. საკმარისია, ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ ღაზაში. აქ ყველაფერი განადგურებულია. ჩემს პატარა გოგოს არ სძინავს. მოწყენილი ვართ. ფსიქოლოგიურად დაღლილები ვართ. ეს მოლაპარაკებები კი ყოველთვის უშედეგოდ სრულდება. ჩვენ არ ვართ მათი სათამაშოები“, – ამბობს ქალი ღაზის სექტორიდან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, ომის დაწყების შემდეგ მერვეჯერ იმყოფება, კატარში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. მისი თქმით, „ჰამასმა“ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოითხოვა, მათგან ზოგიერთის შესრულება შესაძლებელია, ზოგის კი – არა.
ბლინკენმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ისრაელისა და „ჰამასის“ მაღალჩინოსნების განცხადებებით კი ცხადია, რომ ომში ჩართულ მხარეებს კვლავ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამ პრობლემის მოგვარებას შუამავლები თვეების განმავლობაში ცდილობენ.