სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას განიხილავს.
მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავენ. მათ შორისაა ევროკომიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა და ევროპა მზად არის“, – წერს ფონ დერ ლაიენი თავის ოფიციალურ ტვიტერზე.
The United States is back. And Europe stands ready.
To reconnect with an old and trusted partner,
to breathe new life into our cherished alliance.I look forward to working together with @JoeBiden pic.twitter.com/gc7HIIg2Z8
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) January 20, 2021
ჯო ბაიდენს და კამალა ჰარის ულოცავს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.
Congratulations, @JoeBiden, on your inauguration as the 46th President of the United States. Our two countries have tackled some of history’s greatest challenges together – and I’m looking forward to continuing this partnership with you, @KamalaHarris, and your administration.
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) January 20, 2021
„ჩვენი ქვეყნები ისტორიულად ერთად უმკლავდებოდა გამოწვევებს. ველოდები თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, – წერს ტრიუდო.
მილოცვას უერთდებიან ევროპელი ლიდერები, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
Congratulations to @JoeBiden on being sworn in as President of the United States and to @KamalaHarris on her historic inauguration. America’s leadership is vital on the issues that matter to us all, from climate change to COVID, and I look forward to working with President Biden.
— Boris Johnson (@BorisJohnson) January 20, 2021
To @JoeBiden and @KamalaHarris.
Best wishes on this most significant day for the American people!
We are together.
We will be stronger to face the challenges of our time. Stronger to build our future. Stronger to protect our planet. Welcome back to the Paris Agreement!— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 20, 2021
ემანუელ მაკრონი მიესალმება ბაიდენის ერთ-ერთ პირველ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები უბრუნდება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას, რომელიც 2017 წელს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა.
ბაიდენს ტვიტერზე ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც.
„მადლიერებას გამოვთქვამთ, რომ წლების განმავლობაში მხარს უჭერდით აშშ-საქართველოს პარტნიორობის გამყარებას და ველით სამომავლო თანამშრომლობას, რომ დავიცვათ დემოკრატია და თავისუფლება მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნავს გიორგი გახარია თავის ოფიციალურ ტვიტერზე.
Congratulations to Joe Biden on becoming the 46th @POTUS. We're grateful to you for championing the 🇺🇸 – 🇬🇪 strategic partnership over the years. We look forward to the next chapter in strengthening our cooperation and protecting democracy & freedom around the world.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 20, 2021
არ ჩაუვლია დღეს ხუმრობების გარეშე. ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა სენატორ ბერნი სანდერსის ჩაცმულობასა და ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. სანდერს თბილი ხელთათმანები ეკეთა, რის გამოც ბევრმა საკუთარი თავი ამოიცნო.
“This could’ve been an email” pic.twitter.com/kn68z6eDhY
— Ashley K. (@AshleyKSmalls) January 20, 2021
Bernie’s mittens are made by Jen Ellis, a teacher from Essex Junction, Vt. She gave them to him 2+ years ago and was surprised when he began wearing them on the campaign trail. They are made from repurposed wool sweaters and lined with fleece made from recycled plastic bottles. pic.twitter.com/ErLr29lY2t
— Ruby Cramer (@rubycramer) January 20, 2021
ამ დღეს არც დეზინფორმაციის გარეშე ჩაუვლია. სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილის ფოტო, ამ წერილში თითქოს დონალდ ტრამპი სწერს ჯო ბაიდენს: „ჯო, შენ იცი, რომ მე მოვიგე“.
Joe, you know i won.
Donald Trump
— José David Silva (@JoDavidSil) January 20, 2021
წერილს ტრადიციულად ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში უტოვებენ. გავრცელებული ფოტო ყალბია. ნამდვილი წერილი ჯო ბაიდენს არ გამოუქვეყნებია. თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპმა წერილის დაწერის დროს „დიდსულოვნება“ გამოიჩინა.