მთავარისაქართველო,,რუსული კანონი” ოკუპირებულ აფხაზეთში

,,რუსული კანონი” ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის, დე-ფაქტო რესპუბლიკის, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე-ფაქტო პარლამენტს „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“ კანონი წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა უცხოური აგენტების ფუნქციის შემსრულებლებად დასახელდნენ, იმ შემთხვევაში თუ ისინი იღებენ ფულს, ან სხვა ტიპის ქონებას კანონში განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკულ აზრსა და გამოხატვის თავისუფლებას სრულად ჩაახშობს.

,,თავის დროზე, შარშან მარტში, როდესაც თბილისში განიხილებოდა კანონი ,,უცხოური აგენტების” შესახებ, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება ღიად არა, მაგრამ ძალიან გვგულშემატკივრობდნენ. მათ ძალიან გაუხარდათ ჩვენი წარმატება, როდესაც შევძელით, რომ პარლამენტს უკან გაეთხოვა ეს კანონი. ახლაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. თუმცა ამისთვის უნდა გამოვნახოთ სწორი ფორმები. ამ კანონის მიღება აბსოლუტურად გააქრობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აფხაზეთში, ზუსტად ისე, როგორც ეს ცხინვალში მოხდა. როგორც ჩვენ ვგრძნობდით აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას, ასევე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ამ ორგანიზაციებს წინააღმდეგობის გაწევაში. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით, რომ ამას შეიძლება გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვეს”, – ამბობს თამარ ხიდაშელი, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend