მთავარიმსოფლიოდავოსში 81 ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის ათპუნქტიან „სამშვიდობო ფორმულას“ განიხილავს

დავოსში 81 ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის ათპუნქტიან „სამშვიდობო ფორმულას“ განიხილავს

უკრაინა აგრძელებს სამშვიდობო ფორმულაზე მუშაობას, რათა დაასრულოს რუსეთთან თითქმის ორწლიანი ომი.

დავოსში მთელი მსოფლიოდან არიან მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.

უკრაინის პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხდომაზე თავისი შტაბის უფროსი გაგზავნა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა ამ წელს უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდით დაიწყო და მას უკრაინა და შვეიცარია მასპინძლობენ.

მალტაში გამართულ  წინა ტურისგან განსხვავებით, რომელსაც ჩინეთი არ დასწრებია,  აქ უფრო მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

მშვიდობის დასამყარებლად და  პროგრესისთვის აუცილებელია ჩინეთის ჩართულობა.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი ამ კვირაში დავოსში დელეგაციას უხელმძღვანელებს. უკრაინა აღიარებს, რომ რუსეთის მოკავშირე ჩინეთი უნდა შეიყვანოს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დასწრებია კვირას გამართულ შეხვედრას, თუმცა ის იქნება დავოსში,  და 16 იანვარს სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend