ლონდონის ბონემის აუქციონზე „ბრიტანული და ევროპული ხელოვნება“ ივლისის დასაწყისში წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან. მხატვრის ნახატი “შავი ავაზა” ბონემის აუქციონზე წარდგენილ 47 ნამუშევარს შორის ყველაზე მაღალ ფასად- 89,630 ევროდ შეფასდა.
მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია, ნახატების უმეტესობა კი საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარს წარმოადგენს ბაია გალერეა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ბაია გალერეის დირექტორმა ბაია წიქორიძემ ისაუბრა.