თურქეთში სატირული გამოცემა „ლე მენის” რედაქტორი, მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და სხვა თანამშრომლები დააკავეს იმ არგუმენტით, რომ მათ ჟურნალის გარეკანზე წინასწარმეტყველი მუჰამედის სურათი განზრახ დაამახინჯეს, ამით კი მუსლიმთა რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს.
პროკურორის მიერ დაკავების ორდერის გაცემისთანავე 300-მდე დემონსტრანტი პროტესტის ნიშნად მივიდა იმ ბართან, რომელიც ჟურნალის თანამშრომლების შეხვედრის ადგილად ითვლება. ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, ხოლო რამდენიმე პირი დააკავეს.
Emniyet güçlerimiz tarafından, Peygamber Efendimizi (S.A.V.) çizme hadsizliğini yapan derginin Müessese Müdürü A. Y. adlı şahıs da yakalanarak gözaltına alındı. pic.twitter.com/JR2IraE11U
— Ali Yerlikaya (@AliYerlikaya) June 30, 2025
აქციის მონაწილეების დასაშლელად საპოლიციო ძალებს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებაც მოუხდა. თავად რედაქციაში განმარტავენ, რომ მუჰამედის სურათი არასწორად აღიქვეს და იგი წინასწარმეტყველის კარიკატურას არ წამოადგენდა.
რედაქტორის თქმით, ამ რისკზე გამოცემა არასოდეს წავიდოდა და რეალურად მათ ისრაელის მხრიდან მუსლიმების შევიწროვების საკითხზე მკითხველების ყურადღების გამახვილება სურდათ.