მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

მოგესალმებით კვირის მორიგი კულტურული სიახლეებით.

თუ თქვენ გვერდით მდგარი წყლით სავსე ჭიქა შეინჯღრევა, ნუ შეშფოთდებით.  ეს, ხომ მხოლოდ უზარმაზარი კლონირებული დინოზავრები არიან, რომლებიც დიდ ეკრანზე ბრუნდებიან ფილმით „იურული პერიოდის სამყარო: ხელახალი დაბადება“. ვისაც აინტერესებს, როგორ ასრულებს ადამიანი შემოქმედის როლს, „ნეტფლიქსის” სერიალის „კალმარის თამაშების“ ბოლო სეზონი უკვე ეკრანებზეა…

თუმცა თუ გარეთ გასვლა გირჩევნიათ, გთავაზობთ ორ გამოფენას:  პარიზში გამართული გამოფენა ვირტუოზ პოლ პუარეს მემკვიდრეობას იკვლევს, ლონდონში კი დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს, რა გავლენა იქონია ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებამ ანსელმ კიფერსა და მის ნამუშევრებზე.

თუ მუსიკა გაინტერესებთ, გაცნობებთ, რომ  პოპვარსკვლავ კეშას ალბომი Period გამოდის. ამასთანავე, წარმოგიდგენთ 2025 წლის საუკეთესო ალბომების ჩვენს მიმოხილვას. ასევე მომდევნო კვირების განმავლობაში თვალ-ყური ადევნეთ ფილმებისა და ტელევიზიის რეიტინგებს და გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება ფავორიტების შესახებ.

გამოფენები

„მოდის მეფის“ სახელით ცნობილი პოლ პუარეს ექსტრავაგანტური და ფანტასტიკური მოდა არტდეკოს ესთეტიკის განმსაზღვრელი გახდა. იგი არ იყო უბრალოდ დიზაინერი, რომელიც დეკორატიულ ხელოვნებას, სუნამოებს, გასტრონომიას, მდიდრულ წვეულებებს აერთიანებდა და მხოლოდ გარეგნობასა და ვიზუალურ მხარეს გვიჩვენებდა, იგი, ფაქტობრივად, ქმნიდა  ცხოვრების წესს. ამ დიდებულ მემკვიდრეობას გვთავაზობს დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, სადაც  პუარეს 550 ნამუშევარია გამოფენილი. გამოფენა 2026 წლის 11 იანვრამდე გასტანს.

კიფერი/ვან გოგი

ყოველი დიდი მხატვრის უკან დგას სხვა დიდებული მხატვარი, რომლის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია მასზე.  გერმანელი მხატვრისა და მოქანდაკის, ანსელმ კიფერისთვის  შთაგონების წყარო ვინსენტ ვან გოგი იყო. კიფერი მოზარდობისას იმ ადგილებს სტუმრობდა, სადაც ვან გოგი დადიოდა.  ლონდონის სამეფო აკადემიაში პირველად იმართება გამოფენა,  რომელზეც ვან გოგის ნახატების გვერდით კიფერის ნაშრომებიცაა გამოფენილი.

ეს იშვიათი შესაძლებლობაა, ნახოთ მსოფლიოს ორი ყველაზე გაბედული ხელოვანის ნამუშევრები. გამოფენა მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ფილმები

იურული პერიოდის სამყარო: ხელახალი დაბადება


.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება  „იურული პერიოდის სამყაროში“. „იურული პერიოდის სამყარო: ბატონობის“ მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ აკრძალულ კუნძულზე მხოლოდ რამდენიმე ძლიერი პრეისტორიული არსება რჩება. ფარმაცევტულ კომპანიას სურს,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლისთვის  მათ დნმ-ის ანალიზი ჩაუტაროს. კომპანია დაიქირავებს ფარული ოპერაციების ექსპერტს, ზორა ბენეტს (სკარლეტ იოჰანსონი),  რათა სათავეში ჩაუდგეს მეცნიერთა გუნდს.  თუმცა, შემთხვევით შეხვედრას ერთ ოჯახთან დაბრკოლება მოჰყვება. ფილმის რეჟისორი  გარეთ ედვარდსია. მასში ასევე მონაწილეობენ ჯონათან ბეილი, მაჰერშალა ალი და, რა თქმა უნდა, უძველესი კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ტირანოზავრი რექსი.

სერიალები

კალმარის თამაშები (მესამე სეზონი)


.

ყველაფერი შესანიშნავი და სახალისოა, სანამ უზარმაზარი მექანიკური თოჯინა, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებს, სიკვდილის თვალებით არ გამოჩნდება.  მხოლოდ ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საშინელი იანგ-ჰი ვიხილეთ Netflix-ის უაღრესად პოპულარული სერიალის მეორე სეზონში, რომელიც დისტოპიური თამაშების შოუზე მოგვითხრობს. სერიალში მონაწილეები იძულებული არიან, ფულისა და გადარჩენისთვის ითამაშონ. საბედნიეროდ, ჩვენ იქიდან ვაგრძელებთ, სადაც შევჩერდით. სონგ გი-ჰუნის (ლი ჯუნ-ჯე), „მოთამაშე 456“-ის, მცდელობას, დაემარცხებინა ორგანიზაცია, ბოლო წუთს ბოროტი პერსონაჟი (ლი ბიონ-ჰუნი) ჩაშლის.

მუსიკა


.

ოთხ ივლისს კი ამერიკელი მუსიკოსი და პოპვარსკვლავი კეშა დაბრუნდება. თუმცა ამჯერად თავისი პირობებით. ყოფილი პროდიუსერის, ლუკაშ გოტვალდის (ცნობილი, როგორც დოქტორ ლუკის) წინააღმდეგ ხანგრძლივი და გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი თავის პირველ ალბომს დამოუკიდებლად უშვებს. „მე მაქვს ავტონომია ჩემს ხმაზე, ჩემს გემოვნებაზე, ჩემს გონებაზე, ჩემს სხეულსა და სულზე“, – განუცხადა მან Entertainment Weekly-ს და დასძინა, რომ ამ ყველაფერმა მასზე მორალურად და ფიზიკურადაც  წარმოუდგენლად დადებითი გავლენა იქონია მასზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend