14 ნოემბერს თბილისში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, სადაც პროექტის “ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის” შესახებ ისაუბრეს.
პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხელოვნებასა და კულტურაზე თანაბარი წვდომა ჰქონდეთ. სასწავლო მოდული მიზნად ისახავს შშმ პირთა მონაწილეობის ზრდას კულტურულ ცხოვრებაში.
პროგრამას 2022 წლის ივლისიდან ასოციაცია „ანიკა” ახორციელებს.
პროექტის დეტალებზე “ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში პროექტის კოორდინატორმა, სალომე გეგუჩაძემ ისაუბრა