მთავარიმსოფლიოომი უკრაინაში: რუსული ბირთვული არსენალი

ომი უკრაინაში: რუსული ბირთვული არსენალი

კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღი სამხედრო მოქმედებებისას გამოიყენეს ორჯერ, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს იაპონიის იმპერიის წინააღმდეგ.

ზოგადად კი კვლევითი და სადემონსტრაციო მიზნებით ბირთვული იარაღი გლობალური მასშტაბით 2 ათასჯერ აუფეთქებიათ.

დღესდღეობით ბირთვულ იარაღს ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი და პაკისტანი.

ბევრს მიაჩნია, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს ისრაელიც, თუმცა ეს არ არის დადასტურებული. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, იტალიისა და ბელგიის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ამერიკული ბირთვული შეიარაღება.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მეცხრე თვეს უფრო და უფრო ხშირად გვესმის ბირთვული იარაღის შესახებ, საინტერესოა რა რაოდენობის ბირთვულ იარაღი აქვთ ვაშინგტონსა და მოსკოვს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად 2022 წლის იანვრის მონაცემებით:

რუსეთის ფედერაცია ფლობს – 5, 977 ბირთვულ სამხედრო ერთეულს.

ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს –  5, 428 ბირთვულ სამხედრო ერთეულს.

ბირთვული იარაღის სხვადასხვა ნაირსახეობა არსებობს, განსხვავებულია მათი სამხედრო კონფლიქტისას გამოყენების სცენარებიც.

სხვადასხვა სამხედრო მკვლევრის აზრით, ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით ვლადიმერ პუტინს სამი არჩევანი აქვს: პირველი გახლავთ ეგრეთ წოდებული დემონსტრაციული შეტევა, თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყვება, მაგრამ ქმედება მზადყოფნის დამადასტურებელი იქნება, მეორე, გახლავთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, როდესაც ბირთვული შეტევა უკრაინულ ჯარებზე იქნება მიტანილი. ხოლო მესამე შესაძლებლობა გახლავთ ბირთვული შეტევის უკრაინულ ქალაქებზე მიტანა, ვერ გამოირიცხება ამ სამივე სცენარის ეტაპობრივი გათამაშებაც.

„ევრონიუს ჯორჯია“ ამ საკითხზე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს ლაშა ძებისაშვილს ესაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend