საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს “მწვანე პასპორტების” დანერგვის საკითხს განიხილავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აცრილთა სამიზნე მაჩვენებელი საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ია, ამ ეტაპზე კი აცრილია 33,3 %.
ამ საკითხებზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა