ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ჩრდილოეთში, კერძოდ, ბეით-ლაჰიაში 66 პალესტინელი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა. ასევე 22 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში.
ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი ისრაელის არმიის მიერ ოქტომბრიდან, ფაქტობრივად, ალყაშია მოქცეული. გაეროში აცხადებენ, რომ უკვე 40 დღეა ამ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარება არ შესულა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული გარდაცვლილთა რაოდენობა 44 000-ს გადასცდა.
ამავდროულად, ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში ჩატარებული რეიდის დროს „ჰამასის“ სამი მებრძოლი დახოცა.
ქუჩებში დაღუპულთა სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. ამასთან, ისრაელის ძალები თავს ესხმიან ლიბანის ქალაქებს, მათ შორის ტვიროსსა და ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთს. ისრაელში კი ლიბანიდან ჩრდილოეთისკენ გაშვებული რაკეტის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.