მთავარისაქართველოსაკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე იმსჯელებს

საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე იმსჯელებს

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვასა და კომენდანტის საათის მოხსნაზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პირბადის ტარება კვლავ მთავარ რეკომნდაციად რჩება, რამდენადაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილურობა არამდგრადია და ის ყოველ წუთს შეიძლება წავიდეს გაუარესებისკენ.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. მოქალაქეების აცრა გუშინ დილით კლინიკაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის არასაკმარისი რაოდენობის გამო შეჩერდა.

გამყრელიძე განმარტავს, რომ პრობლემა ლოჯისტიკის გამო შეიქმნა, ამ ეტაპზე კი  ქვეყნის მასშტაბით უკვე  მოძიებულია ვაქცინების საჭირო რაოდენობა .

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend