მთავარიამერიკააშშაშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები ძალაში დატოვა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები ძალაში დატოვა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები ძალაში დატოვა, ვიდრე სასამართლო ქვედა ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს.

28 მაისს ნიუ-იორკის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაბლოკა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი ტარიფები და განმარტა, რომ საგარეო ვაჭრობის საკითხებში უფლებამოსილი ორგანო აშშ-ის კონგრესია და არა პრეზიდენტი. სასამართლოს თქმით, დონალდ ტრამპმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

მოსმენა 31 ივლისსაა ჩანიშნული. მანამდე კი მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს ტარიფები კანადაზე, ჩინეთსა და მექსიკაზე.

საკითხის მნიშვნელობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ გადადგა იშვიათი ნაბიჯი და საქმეს პირდაპირ 11 მოსამართლე განიხილავს ნაცვლად იმისა, რომ ის ჯერ 3 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას განეხილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend