საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძესთან დაკავშირებით, რომელსაც 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
განცხადების თანახმად, მათე დევიძე ისჯება საქართველოს სიყვარულისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და მათე დევიძე სინდისის პატიმარია. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვითვე, ამ და სხვა საქმეებში ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი პარტია ძალოვან და სასამართლო სისტემას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.
„კერძოდ, ადამიანების დაშინებისთვის, საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დევნისთვის, ადამიანების უფლებების შელახვისა და საქართველოს ევროპული მომავლის გასანადგურებლად“, – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.