აშშ-ის თავდაცვის მდივანი რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის არც დისტანციურად.
პიტ ჰეგსეთმა თავიდან შეხვედრის ხელმძღვანელობაზე, მოგვიანებით კი მასში მონაწილეობაზეც უარი თქვა. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პენტაგონის ხელმძღვანელი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას გამოტოვებს.
რამშტაინის საკოორდინაციო ჯგუფმა შეხვედრები სამი წლის წინ ვაშინგტონის ინიციატივით დაიწყო, მასში მსოფლიოს 50-ზე მეტი თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს, რათა რუსული თავდასხმის წინაშე უკრაინის დასახმარებელი ნაბიჯები ერთობლივად გადადგან.
რამშტაინის შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორებისგან 126 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, მათგან 66 მილიარდზე მეტი კიევმა შტატებისგან მიიღო. ბრიუსელში შეხვედრა დღესაა ჩანიშნული.