მთავარისაქართველო2025 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9,3%-ით გაიზარდა

2025 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9% შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი 9.3% იყო.

საქსტატში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ჩამოთვალა ის დარგებიც, რომელშიც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი და დაბალი მაჩვენებლები გამოვლინდა. ამავე ანგარიშში ასევე ნაჩვენებია ექსპორტისა და იმპორტის როგორც თვიური ჭრილის, ისე კვარტალური მონაცემები.

„2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. ხოლო კლების ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

2025 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,270 ერთეულს გაუტოლდა”, – განაცხადა საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend