მთავარიმსოფლიოკავკასიაპარასკევს ფაშინიანი თურქეთში ჩავა - იქ იქნება ილჰამ ალიევიც

პარასკევს ფაშინიანი თურქეთში ჩავა – იქ იქნება ილჰამ ალიევიც

პარასკევს, სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის რესპუბლიკაში ჩავა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შეხვდება. ეს იშვიათი ვიზიტია, რომელიც აჩენს იმედს, რომ ათწლეულობის მტრობის შემდეგ, ორი ქვეყანა აღადგენს ურთიერთობებს და საზღვარს გახნის.

თურქეთსა და სომხეთს შორის ამ დროისთვის არ არსებობს ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები მტრული ისტორიული მემკვიდრეობის გამო, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის ჯარების მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შედეგად წარმოიშვა.

ამ მოვლენებს სომხეთი და მრავალი სხვა ქვეყანა გენოციდად აფასებს. უერთიერთობბს ამწვავებდა ისიც, რომ თურქეთმა ახლო მოკავშირე აზერბაიჯანის მხარე დაიკავა სომხეთთან ხანგრძლივ კონფლიქტში. სწორედ ამ მიზეზთა გამო, ფაშინიანის ვიზიტს თურქეთში ისტორულად აფასებენ ერევანში.

ეს ვიზიტი ასევე ემთხვევა სომხეთის უერთერთობების მკვეთრ გაუარესებას რუსეთთან. ბოლო დროს ანკარაში არაერთხელ თქვეს, რომ სურთ აღმოსავლეთ საზღვრის გახსნა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ხელს მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. პარალელურად, კი ერევანი ამტკიცებს, რომ მზად არიან დასაბამი დაუდონ “ახალ ეპოქას ამ რეგიონში”.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ფაშინიანის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თურქეთს ეწვევა ილჰამ ალიევიც. ჯერჯერობით უცნობია შეხვდებიან თუ არა ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს, თუმცა ოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ გამორიცხული არაფერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend