მთავარიაზიაჩინეთიოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ტარიფები ჩინეთის ეკონომიკის ზრდას ვერ შეაჩერებს

ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ტარიფები ჩინეთის ეკონომიკის ზრდას ვერ შეაჩერებს

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა იანვარ-მარტში 5.4%-ით გაფართოვდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეებში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა საგრძნობლად შენელდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჩინეთი ამერიკულ იმპორტზე 145%-იან ტარიფებს აწესებს.

ანალიტიკოსების ვარაუდს არ ეთანხმება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილე შენგ ლაიუნი და ამბობს, რომ ტარიფების მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა არ შეჩერდება.

„მოკლე ვადაში ამ ტარიფს ჩინეთის ეკონომიკაზე გარკვეული ზეწოლა ექნება, მაგრამ ის ვერ შეცვლის ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტენდენციას, რადგან ჩვენ გვაქვს ძლიერი საძირკველი, დიდი პოტენციალი და გამძლეობა. ჩვენ შეგვიძლია, სწორად გავუმკლავდეთ გარე გამოწვევებსა და მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას“, – ამბობს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილე შენგ ლაიუნი.

მისივე თქმით, პეკინი მუშაობს ახალ მაკროპოლიტიკაზე, რომელიც საგარეო ფაქტორების ცვალებადობის პარალელურად, ჩინეთს სირთულეებთან გამკლავების საშუალებას მისცემს.

„თუ გადავხედავთ ამ წლის პირველი კვარტლის ციფრებს, მაკროპოლიტიკა საკმაოდ ეფექტურია. ამ პოლიტიკამ წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილიზაციაში და არაერთხელ გვითქვამს, რომ გარე დინამიკის ცვალებადობის ფონზე შევიმუშავებთ ახალ პოლიტიკას, რადგან სიტუაციის სამართავად საკმარისი პოლიტიკური ინსტრუმენტები გვაქვს. ამრიგად, გვაქვს გარანტიები, რომ გადავლახავთ სირთულეებს“, – ამბობს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილე შენგ ლაიუნი.

შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის ფონზე ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend