მთავარიბიზნესიაშშ-ში Jaguar-სა და Land Rover-ის ექსპორტი დროებით ჩერდება

აშშ-ში Jaguar-სა და Land Rover-ის ექსპორტი დროებით ჩერდება

ბრიტანული კომპანია, რომელიც აწარმოებს Jaguar-სა და Land Rover-ის ავტომობილებს, დროებით აჩერებს აშშ-ში მიწოდებას, რათა შეამციროს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ავტომობილების იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფის ზეგავლენა.

Jaguar Land Rover-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მიწოდებას ამ თვეშივე შეაჩერებს.

„აშშ პრესტიჟული ბრენდებისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. ჩვენ  ვმუშაობთ ახალ სავაჭრო პირობებზე ბიზნესპარტნიორებთან ერთად. სანამ გრძელვადიან გეგმას შევიმუშავებთ,  ვიღებთ გარკვეულ ზომებს, კერძოდ, აპრილში აშშ-ში  ავტომობილებს აღარ გავაგზავნით“, –  ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა  ახალი ტარიფების გამო. ბრიტანელ ავტომწარმოებლებს ისედაც აქვთ პრობლემა შიდა ბაზარზე, რადგან  მოთხოვნა შემცირებულია, ამიტომ ისინი ცდილობენ, ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდნენ.

„გაერთიანებული სამეფოს საავტომობილო მწარმოებელთა საზოგადოების“ (SMMT) ინფორმაციით, ქვეყანაში წარმოებული ავტომობილების რაოდენობა გასულ წელს 13.9%-ით შემცირდა და 779,584 ერთეულს მიაღწია.

ამ ავტომობილების 77%-ზე მეტი ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი.

ბრიტანელმა ავტომწარმოებლებმა უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები ტარიფების ზემოქმედების შესამსუბუქებლად.  ტარიფების ამოქმედებამდე მათ  აშშ-ში უკვე შეიტანეს მარაგი.

ბრიტანული ავტომობილების ექსპორტი აშშ-ში, წინა წელთან შედარებით, დეკემბერში 38.5%-ით გაიზარდა, იანვარში — 12.4%-ით, ხოლო თებერვალში — 34.6%-ით.

ბრიტანეთმა 12 თვის განმავლობაში სექტემბრამდე აშშ-ში ექსპორტზე (10 მილიარდ 700 მილიონი დოლარის) ღირებულების ავტომობილები გაგზავნა.   მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ექსპორტირებული საქონელს შორის პირველ ადგილზე ავტომობილებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend