დონალდ ტრამპის განცხადებით, „არც ისე შორეულ მომავალში“ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შესაძლოა, მოლაპარაკებებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვიოს, რათა შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური დაძაბულობის ზრდის ფონზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართოს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არც თეთრ სახლს და არც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს არ გაუკეთებია.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა იანვარში ჩინეთიდან ყველა სახის იმპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა.
მისი თქმით, პეკიმა არ შეაჩერა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ქიმიკატების ნაკადის შესვლა, რომსაც უკანონო ფენტალინის დასამზადებლად იყენებდნენ. საპასუხოდ ჩინეთმა ვაშინგტონს სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა.