მთავარიამერიკააშშრადიო თავისუფლებამ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

რადიო თავისუფლებამ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ სასამართლოში უჩივლა შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოსა და მისი თანამდებობის პირებს, კერი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს, რათა დაბლოკოს მათი მცდელობა აშშ-ის კონგრესის მიერ მედიასაშუალებისთვის დამტკიცებული დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საჩივარში, რომელიც 18 მარტს აშშ-ში კოლუმბიის ოლქის სასამართლოს წარედგინა, ნათქვამია, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილ სახსრებზე უარი არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალური ხარჯების საკითხში.

„ახლა იმის დრო არ არის, რომ ადგილი დავუთმოთ აშშ-ის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდასა და ცენზურას. გვჯერა, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია”, – განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend