მთავარიმსოფლიოკანადის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

კანადის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადის სუვერენიტეტსა და ეკონომიკას ემუქრება, მარკ კარნი პირველი საერთაშორისო ვიზიტით ევროპაში იმყოფება, რათა ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს.

ლონდონში მას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტმა დაუნინგ-სტრიტზე გამართული შეხვედრისას განაცხადა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, რომ კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა ძლიერი კავშირები შეინარჩუნონ.

„წელს თქვენ დიდ შვიდეულს მასპინძლობთ. ახლა დიდი შვიდეულის ლიდერობისთვის მნიშვნელოვანი დროა. ივნისში კანადაში მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართება, რომელსაც მოუთმენლად ველით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მიდგომისთვის უკრაინასთან დაკავშირებით. არ მიკვირს, რომ ჩვენ ორ ქვეყანას ამ საკითხის მიმართ საერთო ხედვა და მიზანი აქვს. ასევე დიდი მადლობა, რომ შაბათს შემოუერთდით მსურველთა კოალიციის ზარს, რომელიც აძლიერებს მუშაობას, რომ უზრუნველყოს შეთანხმების დაცვა, თუ ეს შეთანხმება შედგება”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც დიდ ბრიტანეთამდე საფრანგეთში იმყოფებოდა და ემანუელ მაკრონს შეხვდა, ბრიტანელ კოლეგანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, ბრიტანეთსა და კანადას შორის ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, ამ ეტაპზე პრიორიტეტულია.

„როგორც თქვენ ახსენეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ის მართლაც განსაკუთრებულია, რადგან ის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ისტორიის იმ მომენტში ვიმყოფებით, სადაც მსოფლიო წესრიგი ხელახლა დგება. უკრაინის მაგალითზე, თქვენი, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, თქვენ შეძელით გადამწყვეტ მომენტში შეგეკრიბათ მსურველთა კოალიცია. ვფიქრობ, ეს შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. სწორედ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად”, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ..

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კანადის პრემიერ-მინისტრს დიდი ბრიტანეთის მონარქმა ჩარზ მესამემაც უმასპინძლა. ბაკინგჰემის სასახლეში გამართულ მიღებაზე ჩარლზ მესამემ მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend