ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები 28 თებერვლიდან საწარმოების ნაციონალიზაციას და ჭიათურის მოსახლეობისთვის ფონდის შექმნას ითხოვენ.
15 მარტს კი ჭიათურაში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელების პროტესტი უკვე მე-16 დღეა გრძელდება.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაცია და ის, რომ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული მოგება არა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ განკარგოს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი – ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს. აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.