უკრაინაში რუსეთის აგრესიას რომ ქართველი მებრძოლებიც უპირისპირდებიან არაა ახალი ამბავი. მათ შორის არიან საქართველოს თავდაცვის ძალების არაერთი ყოფილი ოფიცერი თუ სერჟანტი.
გიორგი ჯანჯალია, რომელიც უკრაინაში უსაფრთხოების ოფიცრად მუშაობს, 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის კაპიტანი იყო. მან უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვესტ პოინტის პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში მიიღო.
გიორგი ჯანჯალია ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს თუ რა ზიანის მომტანია საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის დასავლური სამყაროსგან იზოლირება.