ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი პლატფორმა X-ზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
I call on @PM_Kobakhidze to withdraw this statement and to align himself with the principles of the Council of Europe, which he must respect.
— Theodoros Rousopoulos (@PACE_President) December 22, 2024
„მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. ის პირდაპირ დაემუქრა დაპატიმრებით სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 29 დეკემბერს. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს”, – დაწერა პლატფორმა X-ზე PACE-ს პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა.