ანიმაციური ფილმი ,,მოანა“ ახალ თავგადასავალს გვთავაზობს. მისი მსოფლიო პრემიერა ჰავაიზე გაიმართა.
„მოანა“ Disney-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟი მამაცი გოგონა მოანაა, რომელიც საკუთარი სახლის გადასარჩენად ნახევრად ღმერთ მაუის საძიებლად მიემართება. მულტფილმი ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა.
,,დღეს იმართება „Moana“-ს გლობალური პრემიერა – მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანია აღფრთოვანებული. მე აქ მყავს ოჯახი, ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა – ეს გასაოცარია” – ამბობს მსახიობი დუეინ ჯონსონი.
,,მოანას” პირველ ნაწილს არნახული წარმატება ჰქონდა. მისმა შემოსავალმა $680 მილიონს გადააჭარბა. ანიმაციური ფილმის მთავარ პერსონაჟ მოანას წინაპრები მშობლიური კუნძულის გადასარჩენად იხმობენ. სამი წლის შემდეგაც მოანა კვლავ იძულებულია, წყნარი ოკეანის გადაღმა გადავიდეს. თუმცა ამჯერად ის ეკიპაჟთან ერთად მოგზაურობს და ახალ პასუხისმგებლობებს იღებს თავის უმცროს დასთან სიმეასთან ერთად.
Moana 2-ის ნახვა საზოგადოებას 27 ნოემბრიდან შეეძლება.