მთავარიამერიკააშშანალიტიკოსები ტრამპისგან „ბევრ სიურპრიზს” ელიან

ანალიტიკოსები ტრამპისგან „ბევრ სიურპრიზს” ელიან

აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ დონალდ ტრამპი აირჩიეს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს უკრაინის ომში.

მართალია, ჯერჯერობით უცნობია, როგორ პოლიტიკას გაატარებს დონალდ ტრამპი, თუმცა მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ომს 24 საათის განმავლობაში შეაჩერებდა. ექსპერტები  შიშობენ, რომ  ტრამპმა შეიძლება უკრაინას შეუმციროს ან სრულად შეუწყვიტოს დახმარება.

„ტრამპი წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, შესაძლოა, ყველაზე არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსიც კი, რომელიც ოდესმე თეთრ სახლში ყოფილა. შეიძლება ითქვას, მას სურს პუტინთან გარიგება, ტრამპის მსოფლმხედველობა ძალიან ბევრი საუკეთესო მოთამაშის აზრის მსგავსია, ისინი ერთად სხედან მაგიდასთან და  გარიგებით  წყვეტენ ყველაფერს“, – განაცხადა Ukraine Alert-ის რედაქტორმა პიტერ დიკინსონმა.

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია უკრაინაში ომის დასრულებისკენ იყო მიმართული. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში შესვლის პროცესს შეუშლის ხელს.

„პრეზიდენტი ტრამპი გაგვაოცებს. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა სახის სიურპრიზი იქნება. თუმცა ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ  ერთად ვიმუშავებთ პრეზიდენტ ტრამპსა და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან”, – აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ენდი ჰანდერი.

თუ დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის შეჩერების შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს ამაზე დათანხმება. უკრაინის ბედი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend