ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა შეინარჩუნეს.
კენჭისყრის შედეგები სრულად ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, თუმცა CNN-ის ცნობით, არიზონასა და კალიფორნიაში რესპუბლიკელი კანდიდატების გამარჯვება უკვე დადასტურებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებს 435 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 218 მანდატი უკვე აქვთ.
შტატების 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მოიპოვა. რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს სენატშიც.