საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა. 11 მსჯავრდადებულიდან რვა პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდა, სამს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდადებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდადებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.