მთავარიევროპამოლდოვამოლდოვაში ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

მოლდოვაში ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

მოლდოვაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს რეფერენდუმზეც, რომელიც ევროკავშირში გაწევრებას უკავშირდება.

რეფერენდუმის შედეგი განსაზღვრავს, ჩაიწერება თუ არა ევროკავშირში გაწევრება მოლდოვის კონსტიტუციაში. მსგავსმა შედეგმა კი შეიძლება გააღრმაოს დაძაბულობა პროდასავლურ მთავრობასა და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტულ რეგიონს- დნესტრისპირეთს შორის, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები მართავენ.

წინასწარი გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს, რომელიც მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend