საქართველოს მმართველი პარტია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, 15 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერები ქალაქ ზუგდიდში ჩავიდნენ.
საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარტიის სხვა ლიდერებმა.
მათ სიტყვით გამოსვლისას კვლავ გააკრიტიკეს ოპოზიცია და ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფცია და სიღარიბე.