მთავარიაზიალიბანივინ იყო ,,ჰეზბოლას” ლიდერი ჰასან ნასრალა

ვინ იყო ,,ჰეზბოლას” ლიდერი ჰასან ნასრალა

,,ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიბანურ დაჯგუფებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გასამხედროებულ ჯგუფად გადააქცია.

ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ისრაელის საჰაერო შეტევის დროს 6 შენობა განადგურდა. ეს ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო ლიბანის დედაქალაქში, მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ,,ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა  დაიწყო.

ლიბანის ისტორიულად მარგინალიზებული შიიტური თემის ბევრი წევრისთვის ნასრალა გმირია – თუმცა სხვები მას თვლიან აგრესორად, რომელმაც ქვეყანა რეგიონულ კონფლიქტებში ჩართო.

შეერთებული შტატები „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირს შავ სიაში მხოლოდ „ჰეზბოლას“ გასამხედროებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათი სამიზნე ბეირუთში ,,ჰეზბოლას“  შტაბ-ბინა იყო.

64 წლის ნასრალას ხელმძღვანელობით ,,ჰეზბოლა“ იბრძოდა ისრაელის წინააღმდეგ და მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობდა. მისი ხელშეწყობით შეიცვალა ძალთა ბალანსი პრეზიდენტ ბაშარ ასადის სასარგებლოდ.

ნასრალამ ,,ჰეზბოლა“ ისრაელის მთავარ მტრად აქცია, განამტკიცა ალიანსი ირანში შიიტ რელიგიურ ლიდერებთან და პალესტინელ მებრძოლ ჯგუფებთან, რომელთაგან ერთ-ერთი,,ჰამასია“.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ნასრალა საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა და მხარდამჭერებს ძირითადად ტელევიზიით მიმართავდა. ის, როგორც წესი, სიტყვით გამოდიოდა ვიდეოჩართვით, მისი ადგილმდებარეობა ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო.

„ჰეზბოლას“ ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი დანაკარგი ჰქონდა. ისრაელმა დახოცა ჯგუფის რამდენიმე მეთაური, გაანეიტრალა მისი სამხედრო არსენალის დიდი ნაწილი და გაწყვიტა ჯგუფის საკომუნიკაციო ხაზები.

19 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ნასრალა ისრაელს აფრთხილებდა, რომ სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend