მთავარისაქართველოსაქართველომ გაიმარჯვა - ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია

საქართველომ გაიმარჯვა – ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. F ჯგუფის მესამე შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასაწყისში, მეორე წუთზე, ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. კვარაცხელია ჟორჟ მიქაუტაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა, რის შედეგადაც მან შორეულ კუთხეში გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-პორტუგალიის მატჩის დროს გოლი გაიტანა, გერმანია, 26 ივნისი, 2024 წელი Copyright UEFA

მეორე ტაიმში კი, პორტუგალიის კარში ლუკა ლოჩოშვილის წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი საქართველოს ნაკრების შემტევმა ჟორჟ მიქაუტაძემ გოლად აქცია. პორტუგალია გოლის გატანას ეცადა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე იხსნა.

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend