11 მარტს ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას ჯიმი კიმელი უძღვებოდა.
დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა სტისლავ ცერნოვის „20 დღე მარიუპოლში“ – ეს არის ფილმი, რომელიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემზარავ ისტორიას ჰყვება.
„20 დღე მარიუპოლში“ პირველი უკრაინული ფილმია, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო მიიღო, თუმცა ფილმის ავტორმა და ჟურნალისტმა თქვა, რომ ისურვებდა არასდროს გადაეღო ეს ფილმი.
„მე ვისურვებდი შემეძლოს გავცვალო ეს იმაში, რომ რუსეთი არ დასხმოდა თავს უკრაინას, არ მოეხდინა უკრაინული ქალაქების ოკუპაცია, არ მოეკლა ათი ათასობით ჩემი უკრაინელი თანამემამულე“, -განაცხადა ჩერნოვმა ცერემონიალზე.
2023 წლის ერთ-ერთმა გახმაურებულმა დრამამ, რომელიც ფიზიკოსის რობერტ ოპენჰაიმერისა და პირველი ატომური ბომბის შექმნის შესახებ ჰყვება 7 ოსკარი მოიპოვა. ამერიკის კინოაკადემიამ „ოპენჰაიმერი“ წლის საუკეთესო ფილმად, კრისტოფერ ნოლანი კი საუკეთესო რეჟისორად აღიარა.
კაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი კილიან მერფიმ მიიღო.
იოგოს ლანთიმოსის ფილმში „საბრალონი“ შესრულებული როლისთვის მსახიობმა ემა სტუნმა ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მოიპოვა.