კატეგორიები

“ვოიაჯერ 1”-მა ერთი სინათლის დღის მანძილი დაფარა

“ვოიაჯერ 1”-მა ერთი სინათლის დღის მანძილი დაფარა
კოსმოსურმა ხომალდმა “ვოიაჯერ 1”-მა ერთი სინათლის დღის მანძილს მიაღწია. ზონდი დედამიწიდან 26 მილიარდი კოლემტრის დაშორებით იმყოფება და ყველაზე შორ მანძილზე მყოფი ადამიანის მიერ შექმნილი ობიქტია. მას ერთი სინათილის დღის მანძილის დასაფარად თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა. ერთი სინათლის დღე კი ის მანძილია, რომელსაც სინათლე 24 სააღში გადის.

„როცა კოსმოსში გავდივართ და მანძილზე ვიწყებთ საუბარს, რიცხვები აზრსმოკლებული ხდება, არა? ვინ იცის განსხვავება მილიონ მილსა და მილიარდ მილს შორის? ამიტომ, ასტრონომები ყოველთვის იყენებენ მანძილს, რომელსაც სინათლე გადის. და ერთი რამ, რაც ბევრმა ადამიანმა იცის, აბლათ ის არის, რომ მზის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად რვა წუთი სჭირდება. შესაბამისად მზე ჩვენგან რვა სინათლის წუთის მანძილზეა, ხოლო ვოიაჯერ 1 ერთი სინათლის დღის მანიძილზე. ანუ დედამიწიდან იმ მანძილით არის დაშორებული, რა მანძილის გავლა სინათლეს 24 საათში შეუძლია, რაც დაახლოებით 16 მილიარდ მილს უდრის.

ახლა, რაც „ვოიაჯერ-1“-მა ერთი სინათლის დღის მანძილს მიაღწია, დედამიწიდან გაგზავნილ რადიოსიგნალს ზონდამდე მისასვლელად 24 საათი დასჭირდება. თუ აპარატი პასუხს დაუყოვნებლივ გამოგზავნის, სიგნალი დედამიწაზე დაბრუნებას კიდევ 24 საათს მოანდომებს.

ვოიაჯერ 1 კოსმოსში 1877 წლის 5 სექტემბერს ფლირიდას შტატიდან გაუშვეს. 16 დღით ადრე კი თითქმის იდენტური აპარატი „ვოიაჯერ 2“ გაუშვეს კოსმოსში, თუმცა „ვოიაჯერ-1“-მა მზის სისტემა თავის ტყუპისცალზე ადრე დატოვა და გაშვებიდან სულ რამდენიმე თვეში მას გაუსწრო. ხომალდი საათში დაახლოებით 61 000 კილომეტრს გადის.2012 წელს კოსმოსურმა აპარატმა ჰელიოსფეროს საზღვარი გადაკვეთა. ჰელიოსფერო მზის ქარისა და მაგნიტური ველის მიერ წარმოქმნილი დამცავი სივრცეა, რომელიც ჩვენს მზის სისტემას გარს აკრავს. ამ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ზონდი ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდა. მას შემდეგ „ვოიაჯერ-1“ იმ რეგიონებში მოგზაურობს, სადაც მზის გავლენა უმნიშვნელოა და გარემო პირობები თითქმის ისეთივეა, როგორიც შორეულ კოსმოსში.

თავდაპირველად ორივე ვოიაჯერის მისია იუპიტერის, სატურნისა და მათი თანამგზავრების შესასწავლა იყო. „ვოიაჯერ-1“-მა სატურნის ახლად აღმოჩენილი თანამგზავრებისა და G რგოლის პირველი გამოსახულებები გადაიღო, რითაც მზის სისტემის გარე პლანეტების შესახებ მრავალი ახალი დეტალი გახდა ცნობილი.

ძირითადი მისიის დასრულების შემდეგ ორივე ზონდმა მოგზაურობა განაგრძო და იმ რეგიონებიდან, რომლებამდეც ადამიანის მიერ შექმნილ სხვა არც ერთ ობიექტს არ მიუღწევია, დედამიწას ფასდაუდებელ ინფორმაციას დღემდე აწვდის. მეცნიერების შეფასებით, „ვოიაჯერ-1“ დედამიწასთან კავშირს სულ ცოტა 2030-იანი წლების დასაწყისამდე შეინარჩუნებს. ამის შემდეგ კი როდესაც ენერგიის მარაგი ამოიწურება, ხომალდი დედამიწასთან კავშირს დაკარგავს, თუმცა ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობას განაგრძობს.

დაკავშირებული ამბები
“ვოიაჯერ 1”-მა ერთი სინათლის დღის მანძილი დაფარა ჯენსენ ჰუანგი ამბობს, რომ მისთვის პატივი იქნებოდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნება