კატეგორიები

ევროკავშირმა 2026 წელს რუსულ არქტიკულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდი ევრო დახარჯა

ევროკავშირმა 2026 წელს რუსულ არქტიკულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდი ევრო დახარჯა
გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ანალიზის თანახმად, 2026 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირმა არქტიკიდან მიღებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე დაახლოებით 8,7 მილიარდი ევრო დახარჯა. ეს მაჩვენებელი 21%-ით აღემატება 2026 წლისთვის ნავარაუდევ მთლიან ხარჯებს.

ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან ოქტომბრამდე ევროკავშირის პორტებში რუსული პროექტ „იამალიდან“ 12,89 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,3%-ით მეტია და პროექტის ფარგლებში განხორციელებული გლობალური მიწოდებების 81%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერები არაერთხელ აცხადებდნენ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დასრულების შესახებ, ევროპა კვლავ რჩება რუსეთის ერთ-ერთი მთავარი არქტიკული გაზპროექტის, „იამალის“ უმსხვილეს მომხმარებლად.

2027 წლის იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე ევროკავშირის მიერ დაგეგმილმა აკრძალვამ კი შესაძლოა სერიოზული კომერციული დარტყმა მიაყენოს მოსკოვს.

ევროკავშირის პორტებზე წვდომის გარეშე, რუსეთს  უფრო ხანგრძლივი საზღვაო მარშრუტების გავლა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა მოუწევს. ამასთან, შემცირდება ტვირთების სხვა მიმართულებით გადამისამართების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ნავიგაცია რთულდება.

კვლავ ღია რჩება კითხვა, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები აკრძალვის სრულად, გამონაკლისებისა და ბოლო წუთს გაკეთებული დათმობების გარეშე აღსრულებას, მით უმეტეს, იმ დროს რომ ზამთარი ახლოვდება, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები კი კვლავ არსებობს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირმა 2026 წელს რუსულ არქტიკულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდი ევრო დახარჯა Starlink-ზე შეზღუდვების ფონზე, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა