კატეგორიები

ცხრათვიანი პაუზის შემდეგ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას უბრუნდებიან

ცხრათვიანი პაუზის შემდეგ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას  უბრუნდებიან
ცხრათვიანი პაუზის შემდეგ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას  უბრუნდებიან. დაპირისპირებულ მხარეთა დელეგაციები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკვე ჩაფრინდნენ,

ომის დასრულების პერსპექტივებზე საუბრებს აბუ-დაბი ორი დღის განმავლობაში უმაპსინძლებს, რომელიც ტრადიციულად, აშშ-ის შუამავლობით იმართება. საგულისხმოა რომ ყველაფერთან ერთად საუბროს ერთერთი მთავარი თემა მთელი ევროპის უსაფღხოება იქნება, რის გამოც სპარსეთის წარმომადგენლები ევროპელებმაც გაგზავნეს. თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდაზე ისინი არ ისხდებიან.

“ჩვენი მოლაპარაკებების გუნდი უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. იქ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც იქნებიან და მათთან ცალკე ფორმატშიც გვექნება შეხვედრები. ყველა ეს შეხვედრა ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - რეალური მშვიდობის მიღწევის პროცესის დაახლოებას.აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს შესთავაზებს მხარეებს. ასევე, უნდა არსებობდეს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს სამმხრივი შეხვედრა ლიდერების დონეზე, რათა ეს ომი სამართლიანად და რეალურად დასრულდეს.უკრაინას სჭირდება მშვიდობა. საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები. ასევე საჭიროა რეალური ფინანსური და მატერიალური რესურსები უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისთვის”- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წინასწარ  განცხადებებზე დაყრდნობით, დელეგაციები უირველესად უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მხრივ გარანტიებზე აპირებენ მსჯელობას, მათ შორის ომის შემდგომ არქიტექტურაზე, რომელიც არა მხოლოდ კიევსა და მოსკოვს, არამედ მთელ კონტინენტს ეხება. გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კირილ დიმიტრიევთან საუბრის შემდეგ  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობდა დიდ გარიგებაზე, მათ შორის ევროპის ჩართულობით.ამას რუსული მხარეც ადასტურებს, სადაც განმარტავენ,რომ ამგვარ დღის წესრგს მიესალმებიან.

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მითითებით მოქმედმა ამჟამინდელმა მომლაპარაკებლებმა მოლაპარაკებების დღის წესრიგში კოლექტიური უსაფრთხოების საკითხების პირველ ადგილზე დაყენება შესთავაზეს.არსებობს საერთო გაგება, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმ პრინციპებზე, რომლებზეც შეთანხმება მიღწეული უნდა იქნეს უკრაინის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოწესრიგების შესახებ მოლაპარაკებების შედეგად“-აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

 ამასთან რუსეთი მიანიშნებს, რომ არაა დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტის იდეით, რომელიც უკრაინის დიდი ხნის შეთავაზებაა.მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა,რომ მისი შუამავლობეის მეშვეობით კიევი და მოსკოვიენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ, თუმცა ის ვერ შედგა. ახლაც,პრეზიდენტი აცხადებს რომ შეხვედრისგან გარღვევას ელის,

“უკრაინისა და რუსეთის ომთან დაკავშირებით აბუ-დაბიში ძალიან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.უკრაინა და რუსეთი თვეში დაახლოებით 25 000 ადამიანს კარგავენ, ძირითადად სამხედროებს. ორი თვის წინ ეს მაჩვენებელი 32 000 ადამიანს შეადგენდა.შეადარეთ ეს ჩვენს მდგომარეობას - ჩვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არცერთი ჯარისკაცი არ დაგვიკარგავს. ტრავმაც კი არავის მიუღია.ასევე ვხედავთ, რომ ომის დასრულებისკენ ძალიან ძლიერი მზაობა არსებობს. რუსეთი და უკრაინა ამ პროცესში ჩართულნი არიან, რადგან მსურს, ადამიანების დახოცვა შეწყდეს“-თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

როგორც უკრაინული დელეგაცია აცხადებს, აუ-დაბიში აშშ-ის ჩართულობით დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში საუბარი შეეხება უკრაინის ეკონომიკური  განვიტარებასა და ჰუმანიტარულ საკიტხებს.

დაკავშირებული ამბები
მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, პირველი ქალი ლიდერი ჰყავდეს