8 ნოემბერს, ურუგვაის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ფლორიდაში, ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ წირვა გაიმართა, რითაც ქვეყანაში დასრულდა რომის პაპის ლეო XIV-ს ვიზიტი.
ვიზიტის დასკვნით ნაწილში პაპმა პატივი მიაგო იმ ქალებს, რომლებმაც კათოლიკური სარწმუნოება მომავალ თაობებს გადასცეს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გენდერულ ნიადაგზე ჩადენილ ძალადობაზე და მამაკაცებს მოუწოდა, ცოლებს პატივისცემით მოეპყრან.
თავის ქადაგებაში რომის პაპმა ლათინურ ამერიკაში არსებულ მწვავე პრობლემაზე ისაუბრა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში ფემიციდის თითქმის 20 000 შემთხვევა დაფიქსირდა. უმეტეს შემთხვევაში, დანაშაული მსხვერპლის ამჟამინდელმა ან ყოფილმა პარტნიორმა ჩაიდინა.
პაპი ლეო ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში პირველი რომის პაპია, რომელიც ურუგვაის ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო, მზარდი სეკულარული ხასიათის მქონე ქვეყნისთვის მისი კათოლიკური იდენტობა შეეხსენებინა.
8 ნოემბერს იგი უკვე არგენტანაშია გაემგზავრა სადაც შეხვედრები უნდა გამართოს პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან, მემარჯვენე ლიბერტარიანელთან, რომლის ეკონომიკური პოლიტიკაც კათოლიკური ეკლესიის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
ვიზიტის მესამე და დასკვნითი ნაწილი პერუში ვიზიტი იქნება. სწორედ ამ ქვეყანაში გაატარა პაპმა თავისი ცხოვრების თითქმის ორი ათწლეული: თავდაპირველად როგორც მისიონერმა, ხოლო მოგვიანებით, რვა წლის განმავლობაში, როგორც ეპისკოპოსმა.
