კატეგორიები

პორტუგალიაში საცხოვრებლისა და ცხოვრების გაძვირების გამო ხალხი ქუჩებში გამოვიდა

პორტუგალიაში საცხოვრებლისა და ცხოვრების გაძვირების გამო ხალხი ქუჩებში გამოვიდა
გასულ უქმეებზე ლისაბონსა და პორტუში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ცხოვრებისა და საცხოვრებლის გაძვირების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები ქუჩებში სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ავეირუში, ბრაგასა და ფუნშალში გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. დემონსტრაციაზე ისმოდა  სხვადასხვა ლოზუნგი, რომლებიც  ხელფასებსა და საცხოვრებლის კრიზისის გამწვავებას ეხებოდა.

„ხელფასები ცხოვრების გაძვირების ტემპს ვერ ეწევა; ჩვენს ქვეყანაში ვითარება სულ უფრო რთულდება“.- აცხადებს ერთ-ერთ მოქალაქე.

„პორტუგალიაში საცხოვრებლის საკითხი ნამდვილ პრობლემად იქცა და ეს ძირითადად ახალგაზრდებს ეხებათ“. - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ზოგიერთი დემონსტრანტი ამბობს, რომ მათ გამოსვლას ესპანეთში საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ გამართულმა აქციებმა უბიძგა. სწორედ ესპანეთია ის ქვეეყანა, სადაც 87 წლის მარი კარმენ აბასკალმა საყოველთაო პროტესტს ჩაუყარა საფუძველი.

მისმა მძიმე მდგომარეობამ ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეკრიბა.  მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნა.

პორტუგალია კვლავ არის ევროპის იმ ქვეყნებს შორის, სადაც საცხოვრებელი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია. ბოლო 10 წლის განმავლობაში პორტუგალიაში საცხოვრებლის ფასები თითქმის 240%-ით გაიზარდა.

დაკავშირებული ამბები
პორტუგალიაში საცხოვრებლისა და ცხოვრების გაძვირების გამო ხალხი ქუჩებში გამოვიდა ლისაბონში რუსი სამხედროების მიერ 2022 წელს დაცხრილული სასწრაფოს მანქანა გამოფინეს