კატეგორიები

7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ პანამა შოკიდან გამოსვლას ცდილობს

7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ პანამა შოკიდან გამოსვლას ცდილობს
პანამა შოკიდან გამოსვლას ცდილობს. 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალებული პროვინციების მოსახლეობა საკუთარი სახლის ნანგრევებთან მოწყობილ კარვებში ათენებენ,

9 ოქტომბრიდან მოყოლებული ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია ეროვნული მასშტაბით მოქმედებს. ქვეყნის ცენტრალურ პროვინციებში ძლიერმა მიწისძვრამ ასობით სახლი გაანადგურა, თუმცა სასწაულებრივად ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ტონოსიში იძულებით გადაადგილებული პირი, ინეიდის დე გრასია საკუთარ სახლში დაბრუნდა, აქ ახლა მოხლოდ ნანგრევებიღა დარჩა. საძინებელი, სადაც მის 20 დღის შვილთან ერთად ჯერ კიდევ 3 დღის წინ ეძინა აღარ არსებობს. ყვება,რომ ჩვილს ტანით გადაფარა, რათა ჭერიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო მასალა არ მოხვედროდა, მან შენობიდან გაქცევა მოასწრო.

„საშინელება იყო, წარმოუდგენელი შიში ვიგრძენი. ოთახში ვიყავი, ჩემს ჩვილთან ერთად მეძინა და თითქოს მესიზმრებოდა, რომ ყველაფერი ირყეოდა. როცა გავიღვიძე, მივხვდი, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. ბავშვი ხელში ავიყვანე, როცა ვერანდაზე გასვლას ვაპირებდი, სვეტების ბლოკებმა ჩამოცვენა დაიწყო და თავში მომხვდა, ბარძაყზეც. მიწისძვრა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩემს პატარას არაფერი დაშავებია. ვთქვი: რაც უნდა ჩამოცვივდეს, ყველაფერი მე დამეცეს-მეთქი. და მართლაც, ყველაფერი მე დამეცა. იმ მომენტში ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერს ვამჩნევდი, რადგან თავზე, სხეულსა და ზურგზე ნანგრევების მთელი მასა მეცემოდა. მხოლოდ ის ვიგრძენი, როგორ მექაჩებოდა ბავშვის ბაბუა, რომ სახლიდან გამოვეყვანე, მაგრამ  ბავშვს ხელი არ გავუშვი“-ყვება ადგილობრივი.

 

პარასკევის მიწისძვრის შემდეგ პანამაში 200-მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რის გამოც მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. მიწისძვირს შედეგად  27 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 900 სახლი.მიწისძვრის შედეგად  14 ხიდია დაზიანებული, განსაკუთრებით ეს ვერაგუასა და ლოს სანტოსის პროვინციებს ეხებათ. მთავრობა ამ რიცხვის ზრდას ელის, თუმცა სიტუაცია მართვადია.

„გუშინ გზების პრობლემის მოგვარება დაიწყეს. გზები დაზიანებულია, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელი გახდა. საკვები და სხვა აუცილებელი ტვირთების დიდი ნაწილი სწორედ გზებით გადააქვთ. ქალაქ ტონოსის მცხოვრებლებს დიდი რაოდენობით წყალი, მშრალი საკვები და სხვა საჭირო ნივთები მივაწოდეთ. იქ ადამიანები მინდორში, კარვებში იყვნენ დაბანაკებული.მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსხვერპლი არ გვყავს. პანამელი ხალხი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მატერიალურ ზარალს ავანაზღაურებთ და პრობლემებს მოვაგვარებთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მსხვერპლი არ არის. ეს ნამდვილი სასწაულია“-აღნიშნა პანამის პრეზიდენტმა,ხოსე რაულ მულინომ.

პანამას ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაუგზავნა აშშ-მა, სამხედრო თვითმფრინავებით ქვეყანას საკვებთან და სანმედიცინო პროდუქტთან ერთად, სამაშველო ჯგუფიც გაეგზავნა.  აშშ-ს გეოლოგიური სამსხურების ინფორმაციით მიწისძვრა 12.8 კილომეტრის სიღრმეში დაიწყო, ეპიცენტრი დედაქალაქიდან 200 კილომეტრის მოშორებით არც ისე მჭიდრო დასახლება გამოდგა. ბიძგები  4.6 მილიონმა ადმიანმა იგრძნო.

დაკავშირებული ამბები
7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ პანამა შოკიდან გამოსვლას ცდილობს