კატეგორიები

კომპანია „ალიბაბა“ ევროპაში ე.წ. ქლაუდის სერვისებისთვის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას გეგმავს

კომპანია „ალიბაბა“ ევროპაში ე.წ. ქლაუდის სერვისებისთვის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას გეგმავს
Copyright AP Photo

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Alibaba-მ განაცხადა, რომ ევროპის მიმართულებით მონაცემთა ცენტრების ქსელს აფართოებს.

კომპანიის თქმით, ის გეგმავს ე.წ. ქლაუდის პირველი რეგიონების შექმნას ფინეთში, ნიდერლანდებსა და თურქეთში; პარალელურად, მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაფართოვდება მონაცემთა ცენტრების ქსელი გერმანიაში, საფრანგეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მალაიზიასა და ჰონგ-კონგში.

Alibaba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედი ვუმ აღნიშნა, რომ ამჟამად მანქანური აზროვნება ადამიანის აზროვნების მხოლოდ 3%-ს შეადგენს, თუმცა კომპანია ელის, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოოდ ადამიანის შესაძლებლობებს 1000-ჯერ გადააჭარბებს.

მისი თქმით, კომპანია სწორედ ამ პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა სათანადო პოზიცია დაიკავოს ტექნოლოგიების ეპოქასა და ადამიანთა ცხოვრებაში.

ჩინური ფირმა უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში; „Qwen-ის“ მოდელებს მსოფლიოში ყველაზე ხშირად იყენებენ.

ვუმ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოდელის პარამეტრებს და მას ბევრად უფრო მასშტაბურს გახდის, ვიდრე ჩინეთში არსებული უმსხვილესი კონკურენტი ანალოგებია.

გაფართოების პროცესში ასევე გამოყენებული იქნება კომპანიის მიერ ახლახან წარდგენილი ხელოვნური ინტელექტის ჩიპები. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ისინი ორჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე Nvidia-ს H20 ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩიპი, რომელიც კომპანიის ფლაგმანურ პლატფორმა Blackwell-ზეა დაფუძნებული.

დაკავშირებული ამბები
კომპანია „ალიბაბა“ ევროპაში ე.წ. ქლაუდის სერვისებისთვის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას გეგმავს საბერძნეთმა ბულგარეთს ქვეყნის პირველი იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მმართველის, მეფე სამუილის, ნეშთი დაუბრუნა