კატეგორიები

ყაზახი მწერალი ოლჟას სულეიმანოვი 90 წლისაა - კაცი, რომელმაც ბირთვული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა

ყაზახი მწერალი ოლჟას სულეიმანოვი  90 წლისაა - კაცი, რომელმაც ბირთვული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა
ოლჟას სულეიმანოვმა, ცნობილმა ყაზახმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გამოჩნდა ლიტერატურულ სარბიელზე, ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა როგორც ლიტერატურაში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე. მან საყოველთაოდ გაითქვა სახელი, როგორც ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო მოძრაობის „ნევადა-სემიპალატინსკის“ ლიდერმა და ლომის წილი მიუძღვის მსოფლიოში  ბირთვული იარაღის გამოსაცდელი პირველი პოლიგონის დახურვაში.

ოლჟას სულეიმანოვს ეკუთვნის წიგნი  „აზ ი ია“ (Az i Ya), რომელიც 1975 წელს გამოიცა და დიდი კამათი გამოიწვია. წიგნში ავტორი სლავებისა და თურქული ტომების ისტორიის ახლებურ ინტერპრეტეციას სთავაზობს საზოგადოებას „ამბავი იგორის ლაშქრობისას“ ლინგვისტური და ტექსტობრივი ანალიზის საფუძველზე.

„ეს წიგნი აღმოჩენების შესახებაა,“ - განმარტავს ავტორი. „თანაც იმდენად ბუნებრივ მიგნებებზეა საუბარი, რომელთა შეთხზვაც შეუძლებელია. ბევრმა სლავმა და თურქმა მეცნიერმა მიაქცია ყურადღება ამ წიგნს. მათ აღიარეს ეს წიგნი და ხელახლა გადაიკითხეს „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ და სხვა ნაწარმოებები. ეს მართლა ბრწყინვალე წიგნია. ბევრი მწერალი ვერ იტყვის ამას თავის წიგნზე“.

წელს ოლჟას სულეიმანოვი 90 წლის გახდა.

ავტორი: ტომირის ბილიალი

დაკავშირებული ამბები
ყაზახი მწერალი ოლჟას სულეიმანოვი 90 წლისაა - კაცი, რომელმაც ბირთვული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა