კატეგორიები

კერნზა, მარცვლეულის კულტურა, რომელიც გვალვას უძლებს

კერნზა, მარცვლეულის კულტურა, რომელიც გვალვას უძლებს
ფერმერები ირჩევენ ისეთ კულტურებს, რომლებიც გვალვას უძლებს და რომლებიც მოსავლის აღების შემდეგ ისევ იზრდება. ამით დათესვის დროსაც იზოგება. კერნზა მრავალწლოვანი მარცვლეულია, რომელიც აშშ-ში, კანზასში, შემოწმებას გადის.

„მრავალწლოვანი კერნზა მიმზიდველი იყო იმით, რომ მას აქვს რამდენიმე საინტერესო თვისება, რომლებიც ხაზს უსვამს მდგრადობასა და კონსერვაციას. ჩვენ ამით ისედაც ვიყავით დაინტერესებული“. - აცხადებს ფერმერი, დევიდ მიულერი.

კერნზას შეუძლია გაუძლოს როგორც უხვ ნალექს, ისე გვალვას.

„დროთა განმავლობაში, კერნზა ძალიან ღრმად იდგამს ფესვებს. როგორც წესი, ეს მეორე, მესამე და მეოთხე წელს არის შესამჩნევი. მას რვიდან ათამდე, შესაძლოა, თორმეტი ფუტის სიგრძის ფესვებიც კი ჰქონდეს, რაც ხელს უწყობს ინფილტრაციასა და წყლის შეკავების უნარს, გვალვისადმი გამძლეობას, ორგანული ნივთიერებების წარმოქმნასა და საკვები ნივთიერებების ციკლს“. - აცხადებს ფერმერი, დევიდ მიულერი.

ძლიერი წვიმის დროს ფესვებს შეუძლიათ ზედმეტი წყლის შთანთქმა, რომელიც სხვა შემთხვევაში გამდინარე იქნებოდა და ნიადაგს დააზიანებდა. თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება. კერნზა გაცილებით ნაკლებ მარცვლეულს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი ხორბალი.

„ფერმერები ამ ტერიტორიაზე ხორბალთან შედარებით, მოსავალს 20-იდან 40%-ამდე დიაპაზონში იღებენ. ამიტომ ეს მოსავალი გაცილებით ნაკლებია და, შესაბამისად, ფასიც უფრო მაღალი უნდა იყოს. ეს მისი ფართოდ გავრცელების დამაბრკოლებელი ფაქტორია“. - აცხადებს ფერმერი, ლი დეჰაანი.

მთავარი გამოწვევაა, ეს კულტურები საკმარისად პროდუქტიული გავხადოთ, რომ ექსპერიმენტული მინდვრებიდან მასშტაბური წარმოების სოფლის მეურნეობაში გადავიდეს.

 

დაკავშირებული ამბები
კერნზა, მარცვლეულის კულტურა, რომელიც გვალვას უძლებს ტყის ხანძრით განადგურებულ ფერდობზე შესრულებული ნამუშევრით კლიმატის აქტივისტები ბრიტანეთის პრემიერს მიმართავენ