ტურისტების უმეტესობა მარმარისში ზღვისთვის ჩამოდის, თუმცა თურქეთის ამ რეგიონის სანაპირო ზოლის ნამდვილი მშვენება ფიჭვის ტყეებია.
მოგზაურობა ზღვაზე იწყება ტრადიციული გულეტით - ეს არის ხელით შეკრული ხის ნავი, რომელსაც ჯერ კიდევ აგებენ ამ სანაპირო ზოლში ისე, როგორც ეს მრავალი თაობის განამავლობაში ხდებოდა. ცნობილი „ლურჯი კრუიზის“ დროს ტურისტები ჩაუვლიან ანტიკური ამოსის ნანგრევებს და შემდეგ ნავი კუმლუბიუკის ყურეში ჩაუშვებს ღუზას, სადაც ყვინთვისთვის შესანიშნავი კამკამა წყალია და ყვინთვის მსურველი ტურისტები პირდაპირ ნავიდან ჩადიან წყალში.
მაგრამ მარმარისის უნიკალურობას მხოლოდ ზღვის სანაპირო არ განსაზღვრავს. ხმელეთზე 30 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი იჭვის ტყეებს ნიმარას მღვიმისკენ მივყავართ, რომელსაც პალეოლითის ხანის ადამიანი აფარებდა თავს.
იგივე ფიჭვის ტყეების დამსახურებით კიდევ ერთი ადგილობრივი ტრადიაცია აკვირვებს მნახველებს - ეს არის ფიჭვის თაფლი, რომელიც ნექტარის ნაცვლად ფიჭვის ხეების მტვრისგან მზადდება, რის გამოც სხვა თაფლის სახეობებისან განსხვავებით უფრო მუქია და ნაკლებდა ტკბილი. მარმარისის ტაფლსი სახლში საუკუნოვანი მეფუკტრეობის ხელობას გაეცნობით.
მარმარისი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის მსოფლიოში, რომლებშიც ფიჭვის თაფლს აწარმოებენ. გლობალურ დონეზე ამ ტიპის თაფლის საერთო მიწოდების 92% თურქეთზე მოდის, რომელშიც ლომის წილი სწორედ ამ რეგიონს მიუძღვის.
ავტორი: ჩინცია რიცი
