სიცილიის ქალაქ მესინაში მუზეუმიდან მძარვცლეებმა რენესანსის ეპოქის მხატვრის ანტონელო და მესინას 4 ნამუშევარი მოიპარეს იმ დროს, როდესაც ხალხი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის აღსანიშნავად იყო შეკრებილი.
15 აგვისტოს, საღამოს, მძარცველებმა 1473 წლის სან გრეგორიოს პოლიპტიქის 5-ვე ნახატი ჩარჩოდან ამოიღეს, 3 ნამუშევარი წაიღეს, ხოლო 2 კედლის უკან დატოვეს.
მათ ასევე მოიპარეს ორმხრივი პანელი, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი და გარდაცვლილი ქრისტე.
ხელოვნების ექსპერტები მოპარული ნამუშევრების ღირებულებას 70-იდან 80 მილიონ ევრომდე აფასებენ.
მუზეუმის დირექტორის მარისა მერკურიოს თქმით, როდესაც საღამოს საათებში ქურდობა მოხდა, სიგნალიზაციაც მუშაობდა და ადგილზე დაცვის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.
16 აგვისტოს მუზეუმი დაკეტილი იყო, სანამ გამომძიებლები მტკიცებულებებს აგროვებდნენ.
ქურდობამდე რამდენიმე დღით ადრე პარმის პოლიციამ განაცხადა, რომ მუზეუმს დაუბრუნეს მოპარული რენუარის, სეზანისა და მატისის ნამუშევრები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს.
